მთავარი » სოციალური » გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად – უანგარო დონორობის კამპანია გრძელდება
"გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად" - ასეთია უანგარო დონორობის კამპანიის 2017 წლის მთავარი სლოგანი.

გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად – უანგარო დონორობის კამპანია გრძელდება

“გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად” – ასეთია უანგარო დონორობის კამპანიის 2017 წლის მთავარი სლოგანი.

2017 წლის კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისხლის უანგარო დონორობის მნიშვნელობას საგანგებო სიტუაციების დროს.

კრიზისულ/საგანგებო სიტუაციებში ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა – რა შემიძლია გავაკეთო? როგორ შემიძლია დავეხმარო? აქედან გამომდინარე, 2017 წლის კამპანიის სლოგანია „რა შეგიძლია გააკეთო?„გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად“.

უანგარო დონორობის პოპულარიზაციისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად სისხლის დონორთა მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მადლიერების გამოხატვა ყველა უანგარო დონორის მიმართ, ვინც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით, უანგაროდ გასცემს სისხლს.

2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

პროგრამით გათვლისწინებული მომსახურება მოიცავს დონორული სისხლის კვლევას B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსა და ათაშანგზე; ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას; უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას; დონორთა ერთიანი ბაზის ფუნქციონირების ხელშეწყობას.

2017 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 13 სისხლის ბანკი. 2016 წელს პროგრამაში ჩართულ სისხლის ბანკებში განხორციელდა 80,361 დონაცია, მათგან 47,520 (59%) იყო კადრის დონორი, 12,460 – ნათესავი (15%) და 20,381 – უანგარო დონორი (26%).2011 წლიდან დღემდე უანგარო დონაციათა რაოდენობა 3-5%-დან გაიზარდა 26%-მდე.

pia.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …