მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » გაეროს განვითარების პროგრამამ ჯანდაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა
გაეროს განვითარების პროგრამამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა.ეკიპირების ღირებულება 70.000 დოლარს შეადგენს.

გაეროს განვითარების პროგრამამ ჯანდაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა

გაეროს განვითარების პროგრამამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეანომობილი გადასცა.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი და საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრუ ბადეა დაესწრნენ.

მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მომსახურებისთვის აუცილებელი ინვენტარითაა აღჭურვილი. რეანომობილისა და ეკიპირების ღირებულება ჯამურად 70.000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეანომობილის მეშვეობით, რეფერალური შემთხვევების მართვა, პაციენტთა ადგილზე კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტი რეანომობილს რეფერალური პროგრამის განსახორციელებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს გადასცემს. რეგიონული სასწრაფო რეფერალური პროგრამის მართვას 2016 წლის ივნისიდან დაიწყებს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …