მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ფულს ვიხდით მოქალაქეებისთვის და არა კლინიკის მეპატრონეებისთვის!
„სახელმწიფო იხდის ჯანდაცვის ბიუჯეტს მოქალაქეებისთვის და არა კლინიკების მეპატრონეების კეთილდღეობისთვის“,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შეკითხვას, ხარისხის კონტროლის შემდეგ ის კლინიკები, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ გაიცხრილებიან თუ არა და ხომ არ მიიჩნევენ, რომ ამით ხდება ბიზნესზე ზეწოლა.

ფულს ვიხდით მოქალაქეებისთვის და არა კლინიკის მეპატრონეებისთვის!

„სახელმწიფო იხდის ჯანდაცვის ბიუჯეტს მოქალაქეებისთვის და არა კლინიკების მეპატრონეების კეთილდღეობისთვის“,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შეკითხვას, ხარისხის კონტროლის შემდეგ ის კლინიკები, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ გაიცხრილებიან თუ არა და ხომ არ მიიჩნევენ, რომ ამით ხდება ბიზნესზე ზეწოლა.

„რა თქმა უნდა გაცხრილვა მოხდება. სელექციის კრიტერიუმი სწორედ მაგას ნიშნავს.

მე, რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე, რომ ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას. რა თქმა უნდა, კლინიკები, რომლებმაც არ მოინდომეს მარტივი ლოგიკის გათვალისწინება და გადაწყობა, მათი მხრიდან იქნება უკმაყოფილება, მაგრამ პირველი, ის რომ სახელმწიფო იხდის ჯანდაცვის ბიუჯეტს მოქალაქეებისთვის და არა კლინიკების მეპატრონეების კეთილდღეობისთვის.

მეორე, წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უკეთესად“,- აღნიშნა სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …