მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო ხილიანზე მდებარე აფთიაქი 12 ათასი ლარით დაჯარიმდება
ხილიანზე აფთიაქში ადგილი აქვს განმეორებით დარღვევას, რის გამოც აფთიაქს სხვა სანქციებთან ერთად 12 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო ხილიანზე მდებარე აფთიაქი 12 ათასი ლარით დაჯარიმდება

ხილიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექციის სამმართველოს უფროსმა ნანა შანშიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ისინი აღნიშნულ აფთიაქში იმყოფებიან.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს განმეორებით დარღვევას, რის გამოც აფთიაქს სხვა სანქციებთან ერთად 12 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, პასუხისმგებელ ფარმაცევტს კი გარკვეული ვადით პროფესიული საქმიანობა აეკრძალება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …