მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაკომპანიები ერთმანეთთან გარიგებებით ზრდიან წამლების ფასს
არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ერთმანეთთან გარიგებებით ზრდიან წამლების ფასს. არსებული მაღალი ფასები კი დაბალ სოციალურ ფენას პირდაპირ ურტყამს ჯიბეზე.

ფარმაკომპანიები ერთმანეთთან გარიგებებით ზრდიან წამლების ფასს

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა.

„ჯანდაცვის პირველი რგოლის დაგეგმილი რეფორმა ერთი შეხედვით დაბალ სოციალურ ფენაზე მორგებულ ცვლილებას ჰგავს, თუმცა თუ მას ეკონომიკურ ჭრილში შევხედავთ, ეჭვის ქვეშ დგას მისი დაფინანსების საკითხი. ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს ყოველ წელს.

საინტერესოა დამატებითი სახსრები  როგორ და საიდან  გამოიყოფა რეფორმისთვის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თანხა, რომელიც გამოთავისუფლდება სტაციონარებიდან უნდა მოხმარდეს პირველად რგოლს. საინტერესოა ეყოფა კი ეს თანხა ახალ რეფორმას. ამ შემთხვევაში ხომ იმაზე უნდა ვიფიქროთ, იქნება თუ არა პროექტი  სოციალურად ეფექტიანი“, – აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

მაკალათია მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე ფასები აუცილენლად უნდა დარეგულირდეს.

„ვფიქრობ სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიკამენტებზე ფასების დარეგულირება. ამისთვის  კონკურენციის დონე უნდა გაიზარდოს ქვეყანაში, ფარმაცევტულ ბიზნესში და სააფთიაქო ქსელში.

არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ერთმანეთთან გარიგებებით ზრდიან წამლების ფასს. წამლებზე არსებული მაღალი ფასები კი დაბალ სოციალურ ფენას პირდაპირ ურტყამს ჯიბეზე.

როცა სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ ფასები ხელოვნურად დაიწონ, ეს არ მგონია მომგებიანი იყოს. ეს რაღაც ეტაპზე გაჭირვებული ფენისთვის შეღავათი იქნება, მაგრამ საბოლოოდ რამდენად ეფექტიანად იმუშავებს, ცოტა საეჭვოა. ჩნდება კითხვა რამდენ ხანს აპირებს სახელმწიფო რეგულაცია დააწესოს. მაინც დარჩება ბაზარზე სხვა წამლები, რომელზეც მაღალი ფასები შენარჩუნდება. ამიტომ, მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის წყალობით შეიძლება რეალისტური ფასების მიღება ქართულ ბაზარზე“, – მიაჩნია მაკალათიას.

მიუხედავად პრობლემებისა და ხარვეზებისა, ზოგადად, ჯანდაცვის სიტემის მუშაობა ყველაზე ეფექტიანად მიმაჩნია. ყველაზე კარგი რეფორმები სწორედ ამ უწყებამ განახორციელა, რომელთა შორისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოვყოფ. მთავარია, რომ ამას მოჰყვეს მეტი განვითარება“ – აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

presa.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …