მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმადეპოს სამართალდარღვევებზე რეგულირების სააგენტომ ოქმები შეადგინა
სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოში" გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტებზე რეგულირების სააგენტომ 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

ფარმადეპოს სამართალდარღვევებზე რეგულირების სააგენტომ ოქმები შეადგინა

სააფთიაქო ქსელ “ფარმადეპოში” გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეგულირების სააგენტომ 4 ადმინისტრაციული კანონდარღვევის ოქმი შეადგინა.

როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შაშიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შპს ეი.ბი.სი. ფარმაცია, იგივე “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელი საკუთარი ინიციატივით მომხმარებლებს სთავაზობდა მათ მიერ დამზადებულ ბარათებს ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით ელექტრონული რეცეპტის მისაღებად. პაციენტს საშუალება ჰქონდა ნებისმიერი მედიკამენტი შეეძინა მხოლოდ “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე.

როგორც ნანა შაშიაშვილმა განმარტა, აღნიშნული კანონდარღვევა ითვალისწინებს სანქციას 500 -დან 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სანქცია ითვალისწინებს სახდელს 1000 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სამომავლოდ იგეგმება და სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ აფთიაქს მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება.

medianews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …