მოგახსენებთ, რომ აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“-ს საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ პირთა და სტუდენტთა აკადემიური დონის ამაღლების ხელშეწყობა.
მოღვაწეობის მოკლე პერიოდის მიუხედავად, ასოციაციამ თავისი ეგიდით და დაფინანსებით გამართა არაერთი ტრენინგი, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით კვალიფიკაცია აიმაღლა ათეულობით ფარმაცევტმა .
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ეგიდით ა/წლის 21-25 ნოემბერს გაიმართება ფარმაცევტთა საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც მსმენელებს ფარმაკოლოგიაში ტრენინგის გარდა საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ბაზარზე არსებული სიახლეებისა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :
- ააიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია”
ტელ: + 995 32 2953388
მობ.: +995 577 944 750ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
მის.: დ. აღმაშენებლის გამზირი #61; ბ-D/3
თბილისი,საქართველო
ელ მისამართი:ilona.kokiashvili@pcag.ge
ვებ გვერდი: www.pcag.ge