მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული
2015 წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული, - ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული

2015 წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული, – ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანიები არიან: შპს „პსპ ფარმა” – 22.32%, შპს ”ეი-ბი-სი ფარმაცია” – 14.91%, შპს „ავერსი – ფარმა” -14.54%, სს „ჯი პი სი – 10.20%” და შპს „გლობალფარმი” – 7.02%.

”ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია, თუმცა სულ ახლახან დაანონსებული ”ეი-ბი-სი ფარმაციის” და სს ”ჯი-პი-სის” გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის და შედეგად დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს.

ასევე აღსანიშნავია აღნიშნული შერწყმის დადებითი მხარეებიც, კერძოდ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას; საქართველომ GMP საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა კვლავ ვერ მოახერხა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის შიგნით მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსაც. აღნიშნულ სტანდარტებზე გადასავლას მთავრობა 2016 წლისთვის გეგმავდა, თუმცა მთავრობის ახალი დადგენილებით ის 2018 წლისთვის გადაიდო; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე, როგორც ჩანს, არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი/ბიუჯეტი ამ ფუნქციის ეფექტიანად შესასრულებლად. ასევე დღეს არსებული კანონმდებლობაც სრულად ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას;  ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმის რეგისტრაციის წესი ქმნის ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის მცირე რისკებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …