მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ კომპანიებს გაკოტრება ემუქრება
პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს,რომ ფარმაცევტულ კომპანიებს გაკოტრება ემუქრება და აღნიშნავს, რომ საქმეს ევროს არც ისე მკვეთრი გაუფასურება შველის.

ფარმაცევტულ კომპანიებს გაკოტრება ემუქრება

თბილისი (GBC) – ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, კომპანიების გაკოტრების საფრთხეებზე და რთული მდგომარეობიდან  ოპტიმალურ გამოსავალზე, GBC-სთან,  PSP-ს დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი საუბრობს.

აღნიშნული საფრთხის წინაშე ამ დროისთვის „ჯიპისის“ შვილობილი „სითი ფარმაა“, რომლის დირექტორი და მთავარი აქციონერი დავით კილაძე აცხადებს, რომ  ქსელი ტრანსფორმაციას  განიცდის, თუმცა რა მიმართულებით ტრანსფორმირდება,  მომხმარებელს ამ ეტაპზე საქმის კურსში არ აყენებს.

ოქრიაშვილი კი, ბაზრის სხვა მოთამაშეების გაკოტრებასაც არ გამორიცხავს. მისი განცხადებით,  PSP -ში ამ დროისთვის კრიზისმენეჯმენტის გეგმა  მუშავდება, მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნების მიზნით.

ოქრიაშვილი   აღნიშნავს, რომ საქმეს  ევროს არც ისე მკვეთრი გაუფასურება შველის, რადგანაც ძირითადად მედიკამნტები ევროზონიდან შემოდის. მისივე განცახდებით,  PSP-ის  დივერისფიკაციის  გეგმა ძირითადი მოხმარების მედიკამენტების არაბრენდირებული პრეპარატებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რომელთა ქიმიური მოქმედება ძვირი წამლის იდენტურია.

ოქრიაშვილის ინფორმაციით,  მუშაობა მიმდინარეობს შედარებით ნაკლებად ცნობილი  განვითარებადი  კომპანიების 100-150 დასახელების მედიკამენტის შემოტანაზე, ცალსახად ევროზონიდან.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …