მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიას აუცილებელია ჰქონდეს ხარისხის ნიშანი
მედიკამენტის წარმოებისას მთავარია კომპანიას, რომელიც მას აწარმოებს, ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხარისხის ნიშანი - აცხადებს თამარ ტოგონიძე.

მედიკამენტის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიას აუცილებელია ჰქონდეს ხარისხის ნიშანი

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაასახელა.

ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენებაზე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის საინფორმაციო სერვისის მენეჯერმა თამარ ტოგონიძემ ისაუბრა.

„წლების წინ, ზოგადად, ჯენერიკებს ნაკლებად ვიყენებდი, უპირატესობას უფრო ბრენდულ მედიკამენტებს ვანიჭებდი. თუმცა, შემიძლია დღეს ვაღიარო, რომ ამ მიმართულებით მიდგომები შეიცვალა როგორც კლინიკებში, ასევე ოჯახებშიც. ირგვლივ ყველა ჩემი კოლეგა ჯენერიკებს იყენებს და საკმაოდ კმაყოფილები არიან მისი შედეგებითა და მოქმედებით. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ჯენერიკი ინდური წარმოებისაა, არ მიმაჩნია იმის აუცილებელ გარანტად, რომ ის უხარისხოა.

მედიკამენტის წარმოებისას მთავარია კომპანიას, რომელიც მას აწარმოებს, ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი- ხარისხის ნიშანი , ქარხნის გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს“. – აცხადებს თამარ ტოგონიძე.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …