მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს
რთული ვითარებიდან ერთ–ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება.

ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი რეფორმების შესახებ კლინიკა ,,ნატუროპათის“ კოსმეტოლოგმა ნათია ტერუნაშვილმა ისაუბრა.

ექიმმა მოკლედ შეაფასა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

,,ვფიქრობ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებას მხოლოდ დრო განსაზღვრავს. ზოგადად, თავისი არსით, ნამდვილად მისაღები რეფორმაა, მთავარია, ის სწორი მიმართულებით განხორციელდეს და იმუშაოს ისე, როგორც მუშაობს სხვა ქვეყნებში.

ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი ნამდვილად არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებში დაინერგება ის კულტურა, რომელიც გულისხმობს დაავადების პირველივე სტადიაშივე ექიმთან მისვლას. პაციენტების უმრავლესობა მხოლოდ დაავადების გართულების შემდგომ მიმართავს მედიკოსს. ასეთ შემთხვევაში კი პირველადი რგოლის რეფორმა აზრს კარგავს“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმი მიესალმება და წარმატებულს უწოდებს:

„აღნიშნული პროგრამა უამრავ ადამიანს დაეხმარა სიცოცხლის შენარჩუნებაში. პირადად, არ აქვს შეხება ამ კონკრეტულ რეფორმასთან, მაგრამ იმ ექიმებსა თუ პაციენტებთან, რომლებთანაც მიწევს ურთიერთობა, მათი კმაყოფილების დონიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ ეს პროგრამა კარგად და წარმატებულად მუშაობს. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელსაც ოპერაციის თითქმის მთლიანი ღირებულება უფინანსდება, უკმაყოფილო იყოს. რიგითი პაციენტის გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს, მართლაც, უნიკალური პროგრამაა’’.

ნათია ტერუნაშვილმა მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წამლის ფასები კატასტროფულად გაზრდილია:

,,რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან მოიმატა წამლის ფასმა. ადამიანების ის ჯგუფი, რომელსაც არ აქვს დაფინანსება მედიკამენტებზე, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ მედიკამენტების ყიდვას.

ამ რთული ვითარებიდან ერთ–ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯენერიკ-მედიკამენტები  ხარისხიანი და შესაბამისი ორგანოს მიერ მკაცრად კონტროლირებული უნდა იყოს’’.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …