მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია
საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია. მედიკამენტებზე არსებულ ფასები კი სპეციფიკური საკითხია და ამას არგუმენტირებული საუბარი სჭირდება

ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. 

“მე არ ვარ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, თუმცა, წლების წინ კობა დავითაშვილთან ერთად ვიყავი ინიციატორი ჯანდაცვის სიტემაში საჭირო ცვლილებებისა. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის გამართულად მუშაობას აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

როცა ქვეყანაში მაღალ დონეზეა აყვანილი დაავადებების პრევენცია, ნაადრევი გამოვლენა და პროფილაქტიკა, თავისთავად ავადობის რიცხვი იკლებს და მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება. თვითონ მოქალაქეების ჯანდაცვის თვალსაზრისით ჯობია ასე იყოს, ეს სწორი მიმართულებაა.

ბუნებრივია ჯანდაცვა რთული სფეროა, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვასა და C ჰეპატიტის პროგრამას, ვფიქრობ, რომ უდავოდ კარგი შედეგები მოჰყვება. თვით ოპონენტებიც აღიარებენ, რომ ხელისუფლების მიღწევაა. რა თქმა უნდა, ყველა ცვლილებას ახლავს ხარვეზი, მაგალითად დიდი რიგები, ექიმებისთვის ერთგვარი ქაღალდომანია, რეცეპტები, ასე შემდეგ.

რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების არსებობას, ჩემი აზრით, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია. მედიკამენტებზე არსებულ ფასები კი ძალიან სპეციფიკური საკითხია და ამას არგუმენტირებული საუბარი სჭირდება. ადრეც არაერთხელ იყო საუბარი მონოპოლიზირების საფრთხეზე, მაგრამ ახლაც გრძელდება საუბარი. ამ საკითხს სერიოზული შესწავლა სჭირდება“ – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …