ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ კოკნურენტუნარიანობა რაც მეტი იქნება ბაზარზე, ეს მით უფრო სასარგებლოა მოსახლეობისათვის.
„მართალია, ამ მიმართულებისსპეციალისტი არ გახლავართ დაწვრილმანებში გარკვეული არ ვარ, თუმცაცალსახად, რაც მეტი ფარმაცევტული კომპანია იქნება ბაზარზე და კონკურენცია გაიზრდება, ესუკეთესია მოსახლეობისათვის. შესაბამისად, მედიკამენტები გაიფდება და მასზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება“, – განმარტავს გაჩეჩილაძე.
პარლამენტარი ჯანდაცვის რეფორმებსაც შეეხო და წარმატებული უწოდა:
„ერთი მხრივ,ძალიან კარგი პროექტია საყოველთაო დაზღვევა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლეგადაარჩინა, მაგრამ აქ დადგა მეორე საკითხი – მედიკამენტების ფასი. ეს თემა მოსახლეობასძალიან აწუხებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მხარი დავუჭიროთ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას, მედიკამენტების იმპორტირებას“.
რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებს, გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ მასზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი განხორციელდეს.
„ზოგადად, ინდური წამლების ხარისხიანობის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, მასზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, თუმცა თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ იმპორტირებული პრეპარატები აკმაყოფილებენ სტანდარტებს და მათ აქვთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, პრობლემას ვერ ვხედავ. საერთოდაც, თუ ვთქვათ ინდოეთს შეუძლია აწარმოოს ხარისხიანი და სერტიფიცირებული მედიკამენტები, მაშინ მე გამოვთქვამდი სურვილს, რომ იგივე გავაკეთოთ ჩვენთანაც. ეს მომგებიანი იქნება სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით და ასევე, ფასების მხრივაც, რადგან ფასნამატს აღარ დაემატება ტრანსპორტირების ღირებულება“ – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“ ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში მალე შემოვა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.