ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და “გირჩის” ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტების შეფასება ფარმაცევტიკაში გადამეტებულ მოგებაზე საუბარი არასწორია.
ფარმაცევტიკასა და მედიცინაში არსებულ პრობლემებზე მან ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში “59 წამი” ისაუბრა.
“მე არ ვენდობი ექსპერტების გათვლას მედიკამენტებზე ფასების მატებასთან დაკავშირებით. არსებობს “საქსტატი”, რომელიც აქვეყნებს ფასებს, ინფლაციას როგორც ჯანდაცვაში ასევე ფარმაცევტიკის სფეროში. იქ არის დაფიქსირებული ბოლო თვეში წინა წელთან შედარებით მედიკამენტების ფასები 24%-ით არის გაზრდილი, თუ წინა წელსაც გავითვალისწინებთ, ანუ 2 წლის ინფლაციას, სავარაუდოდ, ეს არის 35-40%-მდე ფასების ზრდა.
ამასთანავე არ ვენდობი ისეთ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ფარმაცევტიკაში არსებობს ისეთი მოგება, რომელიც არის უსამართლო, ეს ყველაფერი მიმაჩნია აბსურდულად.