მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფანასკერტელის ინდექსმა აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასები კლებულობს
ეკონომიკური ინდექსი - სახელად ფანასკერტელის ინდექსი, არის საკმაოდ ეფექტური მზომავი ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების ცვლილებისა თვიდან თვემდე.

ფანასკერტელის ინდექსმა აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასები კლებულობს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და “გირჩის” ეკონომიკურ ექსპერტს ვახტანგ მეგრელიშვილს უპირისპირდება.

შოთა გულბანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში არ არის მონოპოლიური და არც გადამეტებულ მოგებაზეა საუბარი.

„დღეს ფარმაცევტული კომპანიები უსამართლოდ გაბერილი ფასებით ოპერირებენ ბაზარზე.ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ჩემი ორგანიზაციის „აფბას“ მიერ განხორციელებულიფარმაცევტული ბაზრის კვლევა, სადაც დადასტურებულია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიები 200-300%-იანი ფასნამატით ახდენენ მედიკამენტების რეალიზებას.

თუ გავითვალისწინებთ იმფაქტს, რომ დღეს სიტუაცია თითქმის არ არის შეცვლილი, მოსალოდნელია, რომ ბაზრის დივერსიფიცირებასთან ერთად, ფასები მედიკამენტებზე კიდევ უფრო გაიაფდეს, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

მისივე თქმით, „აფბა” ახდენს საკმაოდ ვრცელ გამოკვლევას კონკრეტულად მედიკამენტების ფასებზე, რის მიხედვითაც გაყავს ეკონომიკური ინდექსი – სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური მზომავი ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების ცვლილებისა თვიდან თვემდე.

ამ კუთხით კი, ჩვენს მიერ სამ თვიანმა დაკვირვებამ მედიკამენტების ბაზარზე, კლებადიტენდენცია აჩვენა”, – განმარტავს გულბანი.

შეგახსენებთ, რომ “გირჩის” ეკონომიკურმა ექსპერტმა ფარმაცევტიკისა და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში “59 წამი” ისაუბრა.აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ფარმაცევტულ ინდექსზე – „ფანასკერტელის ინდექსზე“ დაასრულა მუშაობა და როგორც მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ (2015 წლის ნოემბერ-დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) აჩვენა, “ფანასკერტელის ინდექსი” პირველ შემთხვევაში 1,75%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%-ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …