მთავარი » ახალი ამბები » ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს სახლმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის
თეორიულად ვარ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი,3 წელიწადნახევრის განმავლობაში, ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს სახლმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის.

ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს სახლმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის

“არც სამინისტრო და არც პარლამენტი სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით არ სარგებლობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, დღეს საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 17% სარგებლობს კერძო სადაზღვევო პაკეტით. როგორც მინისტრმა პრემიერის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა, ის თავად არის საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი, თუმცა მხოლოდ სიმბოლურად.

“ჯანდაცვის სამინისტრო მთლიანად კერძო დაზღვევით სარგებლობს. ერთადერთი ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო რომ სიმბოლურად მე არ ამიღია კერძო სადაზღვევო პაკეტი და თეორიულად ვარ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი, მაგრამ ამ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს სახლმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე გასულ კვირას ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა მინისტრები სახელმწიფო დაზღვევით არ უნდა სარგებლობდნენ. მისივე თქმით, სახელმწიფო რესურსები ადამიანების მოთხოვნილებებისამებრ უნდა იყოს გადანაწილებული.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …