ერთი თვის მანძილზე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ უკრაინელი მოქალაქეებისთვის 3000-ზე მეტი უფასო პროცედურა ჩატარდა, მათ შორის სხვადასხვა ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჰოსპიტალი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) და „ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ (AHT) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც AHT უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს იმ უკრაინელებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საქართველოში და, ასევე, მათაც, რომლებიც ადგილზე სამედიცინო მომსახურებისა და მარაგის მიუწვდომლობის ან უქონლობის გამო, სამკურნალოდ საქართველოში მოემგზავრებიან.
AHT უკრაინის მოქალაქეებს უწევს ზრდასრულთა და პედიატრიულ, ამბულატორიულ და ქირურგიულ მომსახურებას, ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ გადაუდებელ სერვისებს. პროექტის ღირებულება 800 ათასი დოლარია.