მთავარი » სოციალური » შრომა » ექსპო ჯორჯიაში GWP -ის დასაქმების ფორუმი გაიმართა
დღეს, ექსპო ჯორჯიაში მესამე პავილიონში,GWP – ის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობით, დასაქმების ფორუმი გამართა.

ექსპო ჯორჯიაში GWP -ის დასაქმების ფორუმი გაიმართა

დღეს, ექსპო ჯორჯიაში მესამე პავილიონში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობით, დასაქმების ფორუმი გამართა.

დასაქმების ფორუმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

ფორუმის მიზანი ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით ახალი კადრების მოზიდვა, შერჩევა და დასაქმება იყო. კომპანიის ინფორმაციით, ფორუმით დამატებით 300 ადამიანი დასაქმდება.

წარმოდგენილი იყო ვაკანსიები: ინჟინრის, პროექტის მენეჯერის, აღმრიცხველის, ცხელი ხაზის ოპერატორის, შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, შიდა აუდიტის და რისკების მართვის ოფიცერის, ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტის და სხვა პოზიციებზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების მხარდაჭერით და მონაწილეობით „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმა“ უკვე ოთხი ერთობლივი დასაქმების ფორუმი ჩაატარა.

თებერვლის დასაწყისში, ქალაქ რუსთავში “რუსთავის წყლის“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში 50 ადამიანმა მოიძია სამუშაო. ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერმა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს (www.worknet.gov.ge) “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არსებული აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია SMS-ის საშუალებით მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია. ვაკანსიებმა სამუშაოს მაძიებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ონლაინ პორტალზე 3000-მდე პირი იყო რეგისტრირებული, რომლებსაც დასაქმების ფორუმზე საშუალება ჰქონდათ მოეძიებინათ პროფესიული კომპეტენციების შესაბამისი პოზიციები და ვაკანსიები.

ღონისძიებაზე კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებთან გასაუბრებით მიეღოთ.

Jandacvis Saministro

 

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …