მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექსპერტები და მედიკოსები ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას მიესალმებიან
ექსპერტები და მედიკოსები განმარტავენ, რომ ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ექსპერტები და მედიკოსები ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას მიესალმებიან

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ „ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის“ – აცხადებენ მედიკოსები და სპეცალისტები.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით გაკრვეული რეფორმების გატარებას, კერძოდ,  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, საყოველთაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვას გეგმავს. ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლის ხელშეწყობა იქნება.

რამდენად იყენებენ ექიმები პრაქტიკაში ჯენერიკ მედიკამენტებს და რომელი ქვეყნიდან იმპორტირებულ ჯენერიკს ანიჭებენ უპირატესობას, ამ საკითხთან დაკავშირებით თერაპევტს და ოჯახის ექიმს ქეთინო ღვინიაშვილს ვესაუბრეთ.

„ვცდილობ, რომ პაციენტს  ორიგინალი პრეპარატები დავუნიშნო. ეს  ნდობა განპირობებულია კლევებისა და გამოცდილების საფუძველზე. ჯენერიკი უფრო იაფი ღირს, თუმცა ეს მის უახრისხობას არ განსაზღვრავს. არსებობს ჯენერიკების გარკვეული ჯგუფი,  რომელთა მოქმედებით კმაყოფილი ვარ და ვიყენებ პრაქტიკაში. სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა.შესაბამისად აუცილებელია ჯენერიკების ფართოდ დანერგვა პრაქტიკაში და მათი გამოყენება“.

რაც შეეხება ჯენერიკების მწარმოებელ ქვეყანას, ექიმს მიაჩნია, რომ მას  არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„მთავარია, მწარებელი ფარმაცევტული კომპანია იყოსსანდო და საიმედო. ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელიც ინდოეთშია წარმოებული, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხისაა და კარგი შედეგიც აქვს.არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მწარმოებელი ქვეყანა  ინდოეთია თუ სხვა რომელიმე, მთავარია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი“, – აღნიშნა ქეთინო ღვინიაშვილმა.

და მაინც, რა არის ჯენერიკ მედიკამენტი, თუ  რომელ ქვეყნებში აწარმოებენ, რა განსაზღვრავს ხარისხს, აღნიშნულ საკითხებზე მედიცინის დოქტორმა, თერაპევტმა გოგი სარიშვილმა ისაუბრა:

“ჯენერიკი არის ორიგინალური დასახელების პრეპარატის ნაირსახეობა, რომელიცგამოშვებულია  სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანის მიერ. ჯენერიკი შეიძლებაიყოს კარგი, ცუდი ან ანალოგიური, რაც არის ორიგინალი. ეს დამოკიდებულიაფირმაზე და მის კეთილსინდისიერებაზე, რომელიც აწარმოებს აღნიშნულპრეპარატს.

ფალსიფიცირებული შესაძლოა იყოს ორიგინალი მედიკამენტიც. ამპროცესს შესაბამისი სტრუქუტურები უნდა აკონტროლებდნენ. თუმცა ბოლოპერიოდში  ფალსიფიცირებული მედიკამენტი აღარ დაფიქსირებულა. პირადად,ვენდობი ჯენერიკ მედიკამენტებს და პრაქტიკაშიც ვიყენებ მათ.”

რაც შეეხება ჯენერიკების მწარმოებელ ქვეყნებს, თერაპევტი აღნიშნავს, რომ  მედიკამენტის ხარისხი დამოკიდებულია წარმოების პროცესსზე, რამდენად არის დაცული ტექნოლოგიური პროცესები, სტანდარტები  და არა მწარმოებელ ქვეყანაზე.

„ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები უხარისხოა – ეს არასწორია.ინდოეთში ბევრი ფარმაცევტული ქარხანაა,  წარმოებული მედიკამენტები მთელმსოფლიოში ნაწილდება. კერძოდ, ანტიბიოტიკები მზადდება ინდოეთში, ეგვიპტში,ჩინეთში.

მაგალითად, ასეთი სტერეოტიპია დამკვიდრებული: წამალი თუ ძვირია,კარგად არის შეფუთული და კოლოფის გახსნისას ხმოვან სიგნალს გამოსცემს, ესიგი ხარისხიანია. ხოლო დიდ შეფუთვაში მოთავსებული და შემდეგ ცელოფანში გადანაწილებული – უხარისხო. ეს მიდგომა არასწორია. გააჩნია კომპანიას და ქარხანას, რომელიც პრეპარატს აწარმოებს და გააჩნია შემომტანს, ანუ ვინ ყიდულობს და ახდენს დისტრიბუციას.  ხშირად უფრო დიდი საფრთხე მყიდველშიადა არა მწარმოებელში“, – ამბობს გოგი სარიშვილი.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …