მთავარი » კვირის ინტერვიუ » ექიმთა ტრეინინგი კლინიკურ ფარმაკოლოგიაში, პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების რაციონალურ ხარჯვასთან
უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო ხასითი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ექიმთა ტრეინინგი ფარმაკოლოგიის კუთხით.

ექიმთა ტრეინინგი კლინიკურ ფარმაკოლოგიაში, პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების რაციონალურ ხარჯვასთან

ინტერვიუ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანთან არჩილ მორჩილაძესთან 

-ბატონო არჩილ სახელმწიფომ დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში გაჩნდება მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტი და მოხდება 300 – მდე ესენციური მედიკამენტის ანაზღაურება.  თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა ეს? 

-ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, ასეთია ევროპული კანონმდებლობის, კერძოდ ევროპის სოციალური დაცვის კოდექსის მოთხოვნები. ამასთანავე ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტებზე, ქვეყანაში არსებულ არაადექვატურ დანახარჯებს.პირველ რიგში, ამაზე სადაზღვევო ინდუსტრიამ უნდა იზრუნოს, რომელიც დღემდე ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს კლინიკურად დაუსაბუთებელი ფარმაცევტული პროდუქტის ანაზღაურებაზე. ასევე, საკმაო დანახარჯი მოდის არაორიგინალ ჯენერიკებზე, რომელთა ფასიც საქართველოში პარადოქსულად მაღალია.

თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ პროცესი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს: პირველ რიგში უნდა მოხდეს საქართველოში რეგისტრირებული, და/ან რეგისტრაციისთვის რეკომენდაციის მქონე იმ ესენციური პრეპარატების პოზიტიური ნუსხის განსაზღვრა, რომელთა ეფექტიანობა მაღალი სარწმუნოებით და მტკიცებულების მაღალი ხარისხით არის გამყარებული.

რა პრინციპით უნდა შემუშავდეს ეს სია? 

-ნუსხა უნდა შეიქმნას ყველა გავრცელებულ ნოზოლოგიაზე, ეროვნულ და საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე დაყრდნობით.ამასთანავე, ამ ნუსხის გადახედვა უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად, სამედიცინო მიზნით გამოყენებული მედიკამენტების შესახებ უახლესი საერთაშორისოდ აღიარებული მონაცემების გათვალისწინებით.

-რა საერთაშორისო გამოცდილებაზე უნდა მოხდეს დაყრდნობა ამ ნუსხის შექმნისას? 

-პოზიტიური მედიკამენტების ნუსხა უნდა შეიქმნას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ესენციური მეიდკამენტების სიის 2015 წლის მე-19 ვერსიის საფუძველზე, რასაც დაემატება წამყვან, განვითარებულ ქვეყნებში აშშ – სა და ევროკავშირში გამოყენებული მედიკამენტების ჩამონათვალიც ( The European Medicines Agency (EMA), US Food and Drug Administration(FDA ) ასევე აუცილებელია პოზიტიურმა ნუსხამ გააერთიანოს ძირითადი სამედიცინო ნოზოლოგიების მკურნალობისთვის აუცილებელი, ყველაზე ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარჯ-ეფექტური მედიკამენტები.

-კიდევ რა ნაბიჯებია აუცილებელი ამ მიმართულებით? 

-ასევე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო ხასითი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ექიმთა ტრეინინგი კლინიკური ფარმაკოლოგიის კუთხით. ექიმების ინფორმირება ამ საკითხში პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების რაციონალურ ხარჯვასთან, დღეს ექიმთა გადამზადებაზე „ზრუნავენ” მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიები, რაც ბუნებრივია იწვევს მედიკამენტების მოხმარების გაზრდას.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …