სტუდია “მონიტორმა” აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ წამალზე მოგების მარჟა კვლავ მაღალია, წამლების ხარისხი – საეჭვო, ხოლო ექიმები ზოგჯერ პაციენტებს იმაზე მეტ წამალს უწერენ, ვიდრე პაციენტის განკურნებას სჭირდება.
ეს პრობლემა რეცეპტების შემოღებას უნდა გადაეჭრა, თუმცა აქამდე არ მოგვარებულა. მოსახლეობის მიერ წამლების შესაძენად გაწეული ხარჯი სამედიცინო სერვისებზე გაწეული ხარჯების 60%-ია.
ბოლო კვლევის მიხედვით მოსახლეობის 20% ექიმის მიერ დანიშნულ წამალს ვერ ყიდულობს. სახელმწიფო წლებია დეკლარირებულად ებრძვის მედიკამენტების ფასებს თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის წამალი კვლავ ხელმიუწვდომელია.