მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც ნიშნავს შესაბამის ეფექტს მოიტანს
ისურვებდა მედ-პერსონალიც და პაციენტიც, რომ ხარისხი იყოს უფრო მაღალი. ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც ის ნიშნავს, მოიტანს შესაბამის ეფექტს

ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც ნიშნავს შესაბამის ეფექტს მოიტანს

ირინა ზარნაძე: ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც ნიშნავს შესაბამის ეფექტს მოიტანს. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასებზე და მედიკამენტების ხარისხზე საუბრობს ირინა ზარნაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

„თავისთავად ცხადია, რომ მედიკამენტის როლი პაციენტის მკურნალობაში უმნიშვნელოვანესია, თუმცა მან რომ შეძლოს წამლის ყიდვა, ამისათვის შემოსავალი უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ქრონიკული დაავადება აქვთ და მუდმივად მოიხმარენ პრეპარატებს, მათ შორის ძვირადღირებულსაც.

მაღალი ფასის პრობლემა რეალურად არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, ეკონომიკა უნდა განვითარდეს და მოსახლეობას შემოსავალი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად, მთელ მსოფლიოში მედიკამენტები საკმაოდ ძვირია“, – აღნიშნავს ზარნაძე.

იგი საუბარში ფარმა–მონოპოლიების და მედიკამენტების ხარისხის თეებსაც ეხება და ამბობს, რომ ჭორის დონეზე ვერ ისაუბრებს.

„უნდა გვქონდეს ფაქტები და მათ საფუძველზე უნდა გამოვიტანოთ დასკვნა. მსგავსი კვლევა მე არსად მინახავს, ამიტომ ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. ასევე, სათანადო, ობიექტური კვლევა სჭირდება მედიკამენტების ხარისხსაც, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის სტანდარტებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წამლებზე კონტროლი ხორციელდება.

რასაკვირველია, ყველა ქვეყანაში ისურვებდა მედ-პერსონალიც და პაციენტიც, რომ ხარისხი იყოს კიდევ უფრო მაღალი. ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც ის ნიშნავს, სათანადო დროში მოიტანს შესაბამის ეფექტს. ხშირად მსმენია, რომ ფარმაციის დარგში სპეციალისტებიც მიესალმებიან და აქტიურად უჭერენ მხარს, რომ მედიკამენტების ხარისხზე მკაცრი კონტროლი იყოს“, აღნიშნავს ზარნაძე.

მისი თქმით, ზოგადად, მედიკამენტის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანია ექიმისათვის, რომელიც გარანტირებულად უნდა გრძნობდეს თავს, რომ მისი დანიშნული წამალი სამკურნალო ეფექტს მოიტანს. ასევე, პაციენტი, რომელმაც შეიძინა მითითებული მედიკამენტი, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკეთესად გახდება, ვიდრე მანამდე. „ეს ორივე მხარისათვის არის სასარგებლო და აუცილებელი. საერთო ინტერესი არსებობს, რომ ჩვენს ბაზარზე იყოს ხარისხიანი მედიკამენტები“, – განაცხადა ირინა ზარნაძემ.

bfm.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …