მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სუბიექტის შემოსვლას მიესალმებიან
საზოგადოება მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების წინაპირობად ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას და ახალი სუბიექტის გამოჩენას ასახელებს.

ექიმები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი სუბიექტის შემოსვლას მიესალმებიან

„თუ ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, მისასალმებელია”

„იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალებაგვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს ჰუმანითი ჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია,იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და,ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთამ კომპანიის აქტივობებს.

თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმაუნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც მედიკამენტების გაიაფების ხელშეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.

მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ. ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მარინა შიხაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად, ჯენერიკები არის ძალიან კარგი მედიკამენტები, მაგრამ პრობლემა ჯენერიკში კი არ არის, არამედ სიმილარებშია.

„სიმილარები არის პრაქტიკულად ფალსიფიცირებული წამლები,რომელთა განსხვავება ბრენდებისგან ძალიან რთულია. ზოგადად, კარგია ვიცოდეთ, რომ არის როგორც ბრენდი, ისე ბრენდ ნეიმი. ორიგინალი ნივთიერება სწორედ ბრენდია, მაგრამ არის ბრენდ ნეიმიც. როდესაც გაყიდის ბრენდი იმ ორიგინალ ნიუვთიერებას, სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვასახელს არქმევენ ერთი და იგივე შემცველობის წამლებს.

მაგალითად, პარაცეტამოლი – ნებისმიერ გაციების წამალში შედის ის, თუმცა ყველას სხვადასხვა სახელი ჰქვია. სწორედ ეს არის ბრენდ ნეიმი. სიმილარებს შორის ბევრი ფალსიფიცირებულია და სწორედ ამიტომ არის წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდა აუცილებელი, რათა გამოირიცხოს ფალსიფიცირებული მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე მოხვედრა.

წამლების შემოტანა გამარტივდა და არ ხდებოდა აქამდე ხარისხის კონტროლი, სწორედ ამიტომგაჩნდა ბაზარზე ბევრი სიმილარი. იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო წამლები, ამიტომ არის საჭირო წამლის კონტროლი, რომ მოხდეს დიფერენცირება.როდესაც ექიმები ვნიშნავთ წამლებს, დამოკიდებულები ვართ მის ხარისხზე,  გვაქვს მოლოდინი, რომ წამალმა უნდა უშველოს პაციეტს. თუ ეფექტს ვერ მივიღებთ ექიმები, პაციენტი იმედგაცრუებული რჩება“.

რაც შეეხება ახალი კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას შიხაშვილი მესალმება და აღნიშნავს, რომ ზოგადად, ახალი კომპანიების გამოჩენა ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი და მნიშვნელოვანი ფაქტია. „წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრება კი ფალსიფიცირებული მედიკამენტების არსებობას მაქსიმალურად გამორიცხავს“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითიჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …