მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას მიესალმებიან
ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების აუცილებლობისა და ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლის საკითხს, ოჯახის ექიმი, თეა პავლიაშვილი გამოეხმაურა,

ექიმები ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას მიესალმებიან

 

ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების აუცილებლობისა და ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლის საკითხს, ოჯახის ექიმი, თერაპევტი თეა პავლიაშვილი გამოეხმაურა:

„პაციენტის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯენერიკ მედიკამენტებს ვნიშნავთ,მითუმეტეს როდესაც არ აქვს მას ფინანსური შესაძლებლობა ერთ ამპულა წამალში 16 ლარი გადაიხადოს. შესაბამისად, აუცილებელია ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება და ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლა. კონკურენცია გაიზრდება და მედიკამენტებზე ფასები შემცირება.

რაც შეეხება კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“, რომელიც ახლა შემოდის ბაზარზე, მას საკმაო დრო დასჭირდება, რომ ბაზარზე თავი დაიმკვიდროს, თუმცა ფაქტი მნიშვნელოვანია. ექიმს უნდა ჰქონდეს გამოცდილება, პაციენტმა უნდა გვითხრას, რომ მედიკამენტს ეფექტური შედეგი აქვს და სწორედ ეს შეუწყობს ხელს კომპანიის მედიკამენტების ბაზარზე დამკვიდრებას.

ზოგადად, საკმაოდ დიდი არჩევანია ჩვენთან პრეპარატების, თუმცა, თუ მართლაც ხარისხიანი იქნება აღნიშნული კომპანიის მიერ იმპორტირებული მედიკამენტები, ისინი შეძლებენ ქართულ ბაზარზე დაიმკვიდრებას“.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …