მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების უპირატესობაზე საუბრობენ
მედიკოსები და სპეცალისტები ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების უპირატესობაზე საუბრობენ და აღნიშნულის სეგმენტის გაფართოვებას მიესალმებიან.

ექიმები ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების უპირატესობაზე საუბრობენ

„ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი  მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის“,

– აცხადებენ მედიკოსები და სპეცალისტები. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმების გატარებას, კერძოდ,  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებასა და საყოველთაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვას გეგმავს.

ამასთან, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლის ხელშეწყობა იქნება.

აღნიშნულ საკითხს,  „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი ლაღიძე გამოეხმაურა:

„როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტებზე, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის პრობლემა, რომ მედიკამენტების ფასებმა დღეს პიკს მიაღწია. განსაკუთრებით დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარი გარკვეულ სტაბილურობას განიცდის, ფასები მედიკამენტებზე კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს კი ჩენი მოქალაქეებისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ წამლების თამამად შეძენას. ვფიქრობ, რომ გამოსავალი ფარმაცევტულ ბაზარზე არაბრენდირებული, ანუ ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაშია.  ამიტომ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება უმნიშვნელოვანესია დღეს.

შესაბამისად, მაინც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზა და გამოძებნოს ფორმა,   შეძლოს  მედიკამენტების ფასებზე გარკვეული თვალსაზრისით სუბსიდირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის“.

გიორგი ლაღიძემ ასევე ისაუბრა მედიკამენტების  მწარმოებელ ქვეყნებზეც და აღნიშნა, რომ მათ ხარისხს ქვეყანა არ განსაზღვრავს. მთავარია მათი წარმოება სტანდარტების დაცვითა და კონტროლით ხდებოდეს.

მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა თბილისის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ტრავმატოლოგმა ლევან ჩიკვატიამ და აღნიშნა, რომ პრეპარატები საკმაოდ გაძვირდა, რაც ხშირად პაციენტების უკმაყოფილების მიზეზი ხდება:

,,მედიკამეტების ფასებმა, ბოლო დროს, ძალიან მოიმატა. პაციენტები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით, რაც ხშირად უხერხულ ვითარებას იწვევს ექიმებში, რადგან ისინი ცდილობენ, რომ რა შეიძლება მინიმალური დოზის მედიკამენტი დანიშნონ, რათა პაციენტს არ გაუჭირდეს მისი შეძენა. შექმნილი მდგომარეობა აუცილებელია დარეგულირდეს. რაც შეეხება, ჯენერიკ მედიკამენტებს, მე ხშირად ვუნიშნავ მას პაციენტებს და ძალიან კმაყოფილი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“  ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში მალე შემოვა. 

ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი ლუარა კახიანი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომაპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას გამოეხმაურა  და დღევანდელი ბაზარი შეაფასა:

„საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე  შექმნილი მდგომარეობა არასახარბიელოა, მედიკამენტები ძლიან გაძვირებულია. ახალი კომპანიის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა ზოგადად ფაქტი მისასლმებელია. დღეს აცუიელბელია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდოს. თავის მხრივ, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი კი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს“.

რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენებას, ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი აღნიშნავს:

„ჩვენი კლინიკის ექიმები თანაბრად იყენებენ როგორც ჯენერიკ, ისე ბრენდ მედიკამენტებს, გააჩნია რომელ ექიმს რა ტიპის კლინიკურ ჩვენებასთან უწევს მუშაობა. ასე ზოგადად იმის თქმა, რომ ჯენერიკი კარგია ან ცუდი, ალბათ, არ იქნება სწორი.  პირადად თუ ვიქნებოდი არჩევანის წინაშე, გამოვიყენებდი  შედარებით ნაკლებად ძვირადღირებულ ჯენერიკ მედიკამენტს, რომელიც ეფექტიანობით არ ჩამოუვარდება ბრენდს, ანუ ავირჩევდი ჯენერიკს“.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …