მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების უპირატესობაზე საუბრობენ
ჩვენი კლინიკის ექიმები თანაბრად იყენებენ როგორც ჯენერიკ, ისე ბრენდ მედიკამენტებს, გააჩნია რომელ ექიმს რა ტიპის კლინიკურ ჩვენებასთან უწევს მუშაობა.

ექიმები ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების უპირატესობაზე საუბრობენ

ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი ლუარა კახიანი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომაპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას გამოეხმაურა  და დღევანდელი ბაზარი შეაფასა:

„საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე  შექმნილი მდგომარეობა არასახარბიელოა, მედიკამენტები ძლიან გაძვირებულია. ახალი კომპანიის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა ზოგადად ფაქტი მისასლმებელია. დღეს აუცილებელია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდოს. თავის მხრივ, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი კი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს“.

შეგახსენებთ, რომ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია,“  შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“  ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში მალე შემოვა.

რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენებას, ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი აღნიშნავს:

„ჩვენი კლინიკის ექიმები თანაბრად იყენებენ როგორც ჯენერიკ, ისე ბრენდ მედიკამენტებს, გააჩნია რომელ ექიმს რა ტიპის კლინიკურ ჩვენებასთან უწევს მუშაობა. ასე ზოგადად იმის თქმა, რომ ჯენერიკი კარგია ან ცუდი, ალბათ, არ იქნება სწორი.  პირადად თუ ვიქნებოდი არჩევანის წინაშე, გამოვიყენებდი  შედარებით ნაკლებად ძვირადღირებულ ჯენერიკ მედიკამენტს, რომელიც ეფექტიანობით არ ჩამოუვარდება ბრენდს, ანუ ავირჩევდი ჯენერიკს“.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …