მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ
ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, ეს ეხება ინდურ მედიკამენტებს.

ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ

„თუ ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, მისასალმებელია” 

 იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითიჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავითსერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს  ჰუმანითიჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართულიიყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით.ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას.

ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა,მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”,

– განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც  მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.

მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ. ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

 როგორც ირკვევა, ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ჯენერიკ მედიკამენტებს ძირითადად ინდოეთიდან შემოიტანს.

რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსავლასთან დაკავშირებით, და ასევე უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი ქალაქ ბათუმში, ლია გოლიაძე განმარტავს:

„როდესაც მედიკამენტის დანიშვნა მიწევს, აუცილებლად ვითვალისწინებ ყველა ნიუანსს, მათ შორის, უმთავრესია პაციენტის სიმძიმე, არანაკლებ მნიშვნელოვანი კი მისი სოციალური მდგომარეობა გახლავთ. რა თქმაუნდა, როდესაც ვიცი ჯენერიკი ხარისხიანია, დავუნიშნავ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბრენდთან შედარებით გაცილებით იაფია, და ეფექტურია“.

ექიმი ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით არსებობს ჯენერიკები, რომლებიც საკმაოდ ეფექტური, სანდო და ხარისხიანია. ასევე საუბრობს ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დღეს დაბალია და აუცილებელია მასზე ოჯახის ექიმმა და ჯანდაცვის სტრუქტურებმა იზრუნოს.

რაც შეეხება ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩენას ექიმი აღნიშნავს, რომ  ეს აუცილებელია, ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება და მედიკამენტები გაიაფდება:

„ჰუმანითი ჯორჯია ინდოეთში წარმოებული ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას მოახდენს. ზოგადად, ინდური წარმოების პრეპარატები თავის დროზე, ძალიან პოპულარული იყო და ხარისხითაც ნამდვილად გამოირჩეოდა. ახლაც არის ინდური პრეპარატები, რომლებსაც მოვიხმარ. ზოგადად, სკეპტიკური დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს.

მაგალითად, როდესაც ვხედავ, რომანგინას კონკრეტულმა ანტიბიოტიკმა უშველა, ესე იგი ის წამალი ხარისხიანი და ეფექტურია. დღეს მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულია.დღეს  ფარმაცევტული ბაზარი  რამდენად მონოპოლიური ან ოლიგოპოლიურია, ეს ჩემს კომპეტენციას ცდება, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა სახარბიელო, ნამდვილად, არ არის. ვცხოვრობ ბათუმში და ვიცი, რომ ხალხი გადადის თურქეთში და იქ ყიდულობენ წამლებს. ხარისხიც ძალიან კარგია და ფასიც გაცილებით დაბალი“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით,ჰუმანითი ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ,რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის  EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

itv.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …