მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ
მეც ხშირად ვიყენებ ინდურ მედიკამენტებს და კმაყოფილი ვარ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მწარმოებელ ყვეყანას,მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი.

ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, აღნიშნულ საკითხზე მეან–გინეკოლოგს ნინო ოქროპირიძეს  ვესაუბრეთ:

„პირადად, პაციენტს ვუნიშნავ ეფექტურ და  ხარისხიან მედიკამენტს, ეს შესაძლოა, იყოს ჯენერიკიც ან ბრენდული პრეპარატი. ზოგადად, გინეკოლოგიაში საკმაოდ, სპეციფიური წამლებია და დიდი სიფრთხილით ვეკიდებით არჩევანს.

თუმცა, თუ პაციენტი სურვილს გამოთქვამს, რომ იცოდეს როგორც წამლის ბრენდული, ისე ჯენერიკ დასახელება, რეცეპტის გამოწერის დროს აუცილებლად მივუთითებ  ორივეს და ის უკვე თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე წყვეტს ჯენერიკი მიიღოს თუ ბრენდი. თუმცა, პაციენტმა უნდა მიიღოს ის მედიკამენტი, რომელიც გამოცდილი, სანდო, ხარისხიანი და ეფექტურია.

არასდროს ვეტყვი პაციენტს, რომ მაინცდამაინც, კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის კონკრეტული წამალი შეიძინოს, ვფიქრობ, ეს მიდგომა არასწორია. მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჯენერიკი, მაგალითად, ფოლიუმის მჟავა. ამ შემთხვევაში სხვა არჩევანიც არ არის“, – ამბობს ნინო ოქროპირიძე.

ჯენერიკ მედიკამენტების მოხმარებასა და პაციენტების ინფორმირებულობის აუცილებლობის საკითხს,  კარდიოლოგი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მონიტორინგული და შეფასებითი კვლევების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დალი ტრაპაიძე გამოეხმაურა:

  “ბოლო დროს, ძალიან ბევრს საუბრობენ ჯენერიკ პრეპარატებზე, რომელსაცპრაქტიკაში, უკვე წლებია ვიყენებთ  და ამაში ახალი არაფერია. ჯენერიკები ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია. ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებელიც არის არსებობდეს ანალოგიურიმედიკამენტები,   რომელიც არ არის ორიგინალი, ანუ ბრენდი, მაგრამ მოქმედებითა დაეფექტურობით ბრენდთან მიახლოებული, სანდო და ხელმისაწვდომია“.

ექიმი ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დღეს დაბალია და აუცილებელია მასზე ოჯახის ექიმმა და ჯანდაცვის სტრუქტურებმა იზრუნოს:

„ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი ხანგრძლივად სამკურნალო დაავადებებში  არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა გახლავთ, მედიკამენტოზური მკურნალობის შეწყვეტა სახიფათოა. კარგად დასაბუთებული ანტიჰიპერტონული პრეპარატის სარგებელისა და რისკების შესახებ ექიმმა პაციენტს აუცილებლად გარკვევით და დეტალურად უნდა უამბოს. ეს არ ეხება მხოლოდ ამ დაავადებას,ეხება ყველა ქრონიკულ დაავადებას. პაციენტს სწორედ, ექიმი უნდა აწვდიდეს სრულყოფილ ინფორმაციას, რომ პრეპარატის მიუღებლობის შემთხვევაში, მას შეიძლება განუვითარდეს გართულებები და დაუგეგმავად აღმოჩნდეს ჰოსპიტალში.

სახელმწიფომ მიზანმიმართულად გაატარა რეფორმები და მისასალმებელია მისი ჩართულობა იმ მიმართულებით, რომ  დღეს სერვისები და მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. სტაციონარში მოთავსება აღარ არის პრობლემა, მაგრამ პაკეტებში არ დევს პრეპარატები. ვფიქრობ, ეს მაინც ექიმის პრეროგატივაა, რათა აუხსნას პაციენტს, რომ  ბაზარზე არსებობს შედარებით იაფფასიანი ეფექტური მედიკამენტები, რომელთა რეგულარული მიღება თავიდან ააცილებს მოსალოდნელ გართულებებს.

დღეს ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა დგას, მაგრამ ყველაზე მეტიპრობლემა მაინც ვფიქრობ, ექიმების დროის დეფიციტია, რათა მოტივაცია შეუქმნას პაციენტს ,რომ  მან მიიღოს მისთვის სასარგებლო პრეპარატი, თუნდაც იაფფასიანი, მაგრამ ეფექტური.ჩემთვის ამოსავალი პრობლემა მეტწილად ის გახლავთ, რომ პაციენტი არ არის კარგადინფორმირებული რა რისკებს შეუქმნის მკურნალობაში წყვეტა“.

კარდეოლოგი ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით არსებობს ჯენერიკები, რომლებიც საკმაოდ ეფექტური, სანდო და ხარისხიანია.

„ექიმმა პაციენტს რეცეპტის გამოწერისას აუცილებელია მიუთითოს როგორც ბრენდი, ისეჯენერიკი, აუხსნას მათი მოქმედების ეფექტიანობის შესახებ და შემდეგ პაციენტი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეიძენს მისთვის საჭირო და შესაბამის პრეპარატს. მთავარი სწორად ინფორმირებულობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ექიმების ინფორმირებულობა ბაზარზე არსებული ჯენერიკების, მათ შორის, მათი ეფექტურობისა და ხარისხის შესახებ“, – აღნიშნავს დალი ტრაპაიძე. 

ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს მედიცინის დოქტორი და იაშვილის კლინიკის კონსულტანტი დალი ლეჟავა გამოეხმურა:

“მოგეხსენებათ, ორიგინალი პრეპარატის შეძენა, დღევანდელ სოციალურ პირობებში, იშვიათიფუფუნებაა. ამიტომ, ჩვენ იძულებულებიც კი ვართ,  ჯენერიკებით ვისარგებლოთ. ვფიქრობ,ექიმის ვალდებულებაა, მეტ-ნაკლებად, იცნობდეს იმ კომპანიებს, რომელთა პროდუქტიცშემოდის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს ექიმის უშუალო მოვალეობაში არ შედის, მაგრამსინდისიერი ექიმი უნდა ცდილობდეს ამას. დრო უნდა მოიძიოს და თუნდაც მწარმოებელიკომპანიების იმიჯი და კომპეტენტურობა გადაამოწმოს“.

იაშვილის კლინიკის კონსულტანტი ჯენერიკის გამოყენების უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა:

„პირადად ვიყენებ და ვნიშნავ ჯენერიკებს. როგორც ვთქვი, პაციენტების ერთპროცენტსაც კი ვერ ვუნიშნავ ორიგინალ პრეპარატს მათი სოციალური მდგომარეობიდანგამომდინარე. გარკვეული ჯგუფის ჯენერიკების მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარეგვიყალიბდება ნდობა. არის გარკვეული ჯენერიკები, რომლებიც არაჩვეულებრივად მუშაობენდა შესანიშნავი შედეგიც აქვთ. მთავარია,  ექიმი ტენდენციურად არ მიუდგეს აღნიშნულსაკითხს“.

რაც შეეხება მწარმოებელ ქვეყანას, დალი ლეჟავას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტორი პროდუქციის ხარისხს არ განაპირობებს:

„მართალია, წამლის წარმოების ტექნოლოგიებსნაკლებად ვიცნობ. მაგრამ მიდგომა, რომ ყველა ინდური მედიკამენტი უხარისხო, არასანდო დაარაეფექტურია, არასწორია. ეს ექიმის პრეროგატივა არ არის, ამას უნდა აკონტროლებდესსახელმწიფო სტრუქტურები, კერძოდ, კონკრეტული  მარეგულირებელი ორგანიზაცია“.

რამდენად იყენებენ პრაქტიკაში ქართველი ექიმები ჯენერიკებს და ენდობიან თუ არა მათ, ამ თემაზე ექიმმა-თერაპევტმა ცისო სიხარულიძემ ისაუბრა:

„ჯენერიკებს ვიყენებ პრაქტიკაში და ვენდობი, რასაკვირველია. მათ მიმართ ნდობაპრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. როდესაც პრეპარატს, უმრავლეს შემთხვევაში,დადებითი შედეგი აქვს, მათ მიმართ ნდობა გიყალიბდება. რაც შეეხება მედიკამენტებისმწარმოებელ ქვეყანას, ეს პროდუქტის ხარისხს არ განაპირობებს. მიდგომა, რომ ყველაინდური მედიკამენტი უხარისხო და ცუდია, არასწორია.

მეც ხშირად ვიყენებ ინდური წარმოების პრეპარატებს და კმაყოფილი ვარ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მწარმოებელ ყვეყანას,მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მქონდეს გამოცდილი და ჰქონდეს დადებითი, ეფექტური შედეგი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ცისო სიხარულიძემ.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …