მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ
ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოვა და მომხმარებელს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ.

ექიმები ინდურ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი ქალაქ ბათუმში, ლია გოლიაძე განმარტავს:

“როდესაც მედიკამენტის დანიშვნა მიწევს, აუცილებლად ვითვალისწინებ ყველა ნიუანსს, მათ შორის, უმთავრესია პაციენტის სიმძიმე, არანაკლებ მნიშვნელოვანი კი მისი სოციალური მდგომარეობა გახლავთ. რა თქმა უნდა, როდესაც ვიცი ჯენერიკი ხარისხიანია, დავუნიშნავ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბრენდთან შედარებით გაცილებით იაფია, და ეფექტურია”.

ექიმი ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით არსებობს ჯენერიკები, რომლებიც საკმაოდ ეფექტური, სანდო და ხარისხიანია. ასევე საუბრობს ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დღეს დაბალია და აუცილებელია მასზე ოჯახის ექიმმა და ჯანდაცვის სტრუქტურებმა იზრუნოს.

რაც შეეხება ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩენას ექიმი აღნიშნავს, რომ ეს აუცილებელია, ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება და მედიკამენტები გაიაფდება:

“ჰუმანითი ჯორჯია” ინდოეთში წარმოებული ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას მოახდენს. ზოგადად, ინდური წარმოების პრეპარატები თავის დროზე, ძალიან პოპულარული იყო და ხარისხითაც ნამდვილად გამოირჩეოდა. ახლაც არის ინდური პრეპარატები, რომლებსაც მოვიხმარ. ზოგადად, სკეპტიკური დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს.

მაგალითად, როდესაც ვხედავ, რომ ანგინას კონკრეტულმა ანტიბიოტიკმა უშველა, ესე იგი ის წამალი ხარისხიანი და ეფექტურია. დღეს მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულია. დღეს ფარმაცევტული ბაზარი რამდენად მონოპოლიური ან ოლიგოპოლიურია, ეს ჩემს კომპეტენციას ცდება, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა სახარბიელო, ნამდვილად, არ არის. ვცხოვრობ ბათუმში და ვიცი, რომ ხალხი გადადის თურქეთში და იქ ყიდულობენ წამლებს. ხარისხიც ძალიან კარგია და ფასიც გაცილებით დაბალი”.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …