მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეპიდემიოლოგების იმედები არ გამართლდა: სამშაბათის სტატისტიკა გაზრდილია

ეპიდემიოლოგების იმედები არ გამართლდა: სამშაბათის სტატისტიკა გაზრდილია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 24 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 350 454.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 28.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.86%.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა – 2 187, იმერეთი – 3 382, ქვემო ქართლი – 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია – 657, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 114, მცხეთა-მთიანეთი – 697, სამცხე-ჯავახეთი – 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 138.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 437, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 პირი.

გუშინ სპეციალისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესახებ მსჯელობა სამშაბათის მაჩვენებლების საფუძველზე იქნებოდა შესაძლებელი. წინა სამშაბათს გამოვლენილი შემთხვევები 24201 იყო. დღევანდელი სტატისტიკის გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში არ შეინიშნება.

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: საქართველომ პანდემია მეტ-ნაკლებად წარმატებულად მართა

5 მაისის შემდეგ, როცა ჯანმომ COVID-19-ს გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, მსოფლიო პანდემიის დასრულებულად გამოცხადების …