მთავარი » დაზღვევა » ეპიდემიის პირობებში, საქართველოში კერძო ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის წილი 8%-ით გაიზარდა

ეპიდემიის პირობებში, საქართველოში კერძო ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის წილი 8%-ით გაიზარდა

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშს  ეხმაურება და აცხადებს, რომ პანდემიიის მიუხედავად, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა არამარტო კორპორატიული სექტორი, არამედ, კერძო სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაში ინდივიდუალური პოლისებით მოცვა. საუბარია 8%-იან ზრდაზე.

„სამედიცინო დაზღვევის წილი მცირეა, 17%-ს შეადგენს და მაჩვენებელი მცირედით იზრდება, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკის შედეგია. არიან ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით იძენენ სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს, თუმცა მთავრობა ამას სხვანაირად უყურებს, მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და მიიჩნევს, რომ ეს ჯერ-ჯერობით საკმარისია. სექტორში არსებული ზრდა არის თავისთავადი, ადამიანები თავად იაზრებენ, რომ ჯობს  კერძო დაზღვევა ჰქონდეთ,“ – აცხადებს ხეჩინაშვილი.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვა გამოდის თუ არა კერძო დაღვევის კონკურენტი, ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ეს არის თავისთავად არსებული სისტემა და არანაირ კონკურენციასთან საქმე არ გვაქვს.

„უბედურება სწორედ იმაშია, რომ გარდა პენსიონერებისა და უმწეოებისა, თუ ვინმემ კერძო დაზღვევა იყიდა, ის კარგავს საყოველთაოს და ეს უნდა შეიცვალოს,“ – აცხადებს ხეჩინაშვილი.

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, სულ გაყიდულია 620 408 პოლისი, რაც 17 575-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი იყო გაყიდული.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …