2016 წლის 2 ივნისს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ 105-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც გააკეთა მოხსენება შრომისა და დასაქმების სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
კერძოდ, განხილული იყო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიმდინარეობა, შრომის ინსპექტირების ინსტიტუციური ჩამოყალიბების პროცესი და სოციალური დიალოგის ფარგლებში გატარებული პოზიტიური ძვრები.