მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში c ჰეპატიტის მართვის ცენტრი ზუგდიდშიც გაიხსნება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში უკვე მესამე წელია ხორციელდება, მეორე მომსახურების ცენტრი ზუგდიდში გაიხსნება. ამის შესახებ

ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში c ჰეპატიტის მართვის ცენტრი ზუგდიდშიც გაიხსნება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში უკვე მესამე წელია ხორციელდება, მეორე მომსახურების ცენტრი ზუგდიდში გაიხსნება.

ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ  ელიმინაციის პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

კვარაცხელიას განცხადებით, მართვის ცენტრი დაეხმარება ბენეფიციარებს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ მკურნალობა, სამომავლოდ კი საქართველოში რამდენიმე ასეთი ცენტრის გაცხსნა იგეგმება.

პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა უკვე მეოთხედ ტარდება, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, შეხვედრის ამოცანაა განვლილი ეტაპების შეფასება და სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვა:

“შეხვედრის მიზანია, რომ ჩვენი უცხოელი ექსპერტების მიერ მოხდეს შეფასება ეფექტურობის, მიღწევებისა და გამოწვევების  და დაიგეგმოს ახალი ტექნიკური ცვლილებები თუ ასეთის საჭიროება იქნება,” – ამბობს სერგეენკო.

მისივე თქმით, წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება ძალიან კარგია და სამინისტრო პარტნიორებთან ერთად გეგმავს მოკლე ვადებში მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვას.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ცენტრის სტატისტიკით, 2016 წლის  დეკემბრის მონაცემებით, c ჰეპატიტის თანამედროვე მედიკამენტებით, სოფოსბუვირისა და ჰარვონის სხვადასხვა რეჟიმით მკურნალობის დასაწყებად სახელმწიფო კომიტეტის მიერ ავტორიზებულია 29 492 პაციენტი. 19 778 პაციენტმა კი მკურნალობა უკვე დაასრულა.

ამჟამად, ქვეყანაში c ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი პროგრამა მოქმედებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მთავრობამ, 2016 წლის 16 აგვისტოს დაამტკიცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის მიზანი 2020 წლისთვის C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევა და დაავადებულთა 95%-ის განკურნებაა.

ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან  57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს  – ჰარვონსა” ან “სოვალდს” (სოფოსბუვირი), რომელსაც საქართველოს მათი მწარმოებელი კომპანია, “გილეადი” აწვდის.

netgazeti.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …