მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ელიავას ბაზრობაზე C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა
სკრინინგი ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ პირებს ჩაუტარდათ.აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებისთვისაც გაიმართა.

ელიავას ბაზრობაზე C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი ჩატარდა.

სკრინინგი  ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ პირებს ჩაუტარდათ.  ასევე, აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვისაც გაიმართა. სკრინინგი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მობილურ ამბულატორიებში იმართება, რომლებიც გადაადგილდებიან ქალაქებსა და სოფლებში.

სკრინინგი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დაადგინონ აქვთ თუ არა C ჰეპატიტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში დროულად დაიწყონ მკურნალობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. უფასო სკრინინგის აქცია დაიწყო 9 ნოემბერს და გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში.

მოქალაქეებს უფასო სკრინინგი შეუძლიათ ჩაიტარონ თბილისის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ორსულებისთვის ექიმთან პირველი ვიზიტის ფარგლებში C ჰეპატიტის სკრინინგი გახდა უფასო.

უფასო სკრინინგის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაადგინოს აქვს თუ არა C ჰეპატიტი, რათა დროულად დაიწყოს მკურნალობა და განხორციელდეს C ჰეპატიტის ელიმინაციის მთავარი მიზანი – დაავადების სრული აღმოფხვრა საქართველოში.

info9.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …