მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მოძრავი ამბულატორია და სასწრაფოს ორი ეკიპაჟი განთავსდება
ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, მოძრავ ამბულატორიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორ ეკიპაჟს განათავსებს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მოძრავი ამბულატორია და სასწრაფოს ორი ეკიპაჟი განთავსდება

ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, მოძრავ ამბულატორიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორ ეკიპაჟს განათავსებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი აღჭუვრილობის მქონე მოძრავ ამბულატორიაში ერთი ექთანი იქნება, რომელიც ფესტივალის სტუმრებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევს. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი კი სხვადასხვა მონაკვეთზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტამდე მისვლას, პირველადი დახმარების გაწევასა და ჰოსპიტალიზებას უზრუნველყოფს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10 აგვისტოს გაიხსნება. მოძრავი ამბულატორია და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი ადგილზე ფესტივალის დასრულებამდე დარჩება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …