მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ეკა ხვინგია: ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები გამომიყენებია და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ
ეკა ხვინგია აღნიშნავს, რომ ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები თავდაპირველად სწორედ მათი ხელმისაწვდომი ფასის გამო დაუნიშნა პაციენტებს.

ეკა ხვინგია: ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები გამომიყენებია და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ

რამდენიმე თვის წინ „ჰუმანითი ჯორჯია“ ბაზარზე ხმამაღალი განაცხადით შემოვიდა: იგი  30%-ით იაფად შემოიტანდა მედიკამენტებს.

ეს განსაკუთრებული შეღავათი უნდა ყოფილიყო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მუდმივად მოიხმარენ მედიკამენტებს და მომატებული ფასი მძიმედ აწვება მათ ბიუჯეტს.

ოჯახის ექიმი, პედიატრი ეკა ხვინგია აცხადებს, რომ ის იყენებს „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილ მედიკამენტებს და მათი მოქმედებით კმაყოფილია:

„მართალია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტებს ძალიან ხშირად არ ვიყენებ, მაგრამ გამომიყენებია და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. პაციენტების მხრიდან წინააღმდეგობა არ შემხვედრია. არავის უთქვამს, რომ არ უნდოდა ამ წამლების გამოყენება. როგორც წესი,ისინი გვენდობიან და გვიჯერებენ. ჩვენი პრაქტიკა ასეთია: გარკვეული პერიოდის მერე, ჩვენ მათ ვიბარებთ შესამოწმებლად, მდგომარეობის და შედეგების გადასამოწმებლად და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ამ მედიკამენტების მოქმედებით“.

ეკა ხვინგია აღნიშნავს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტები თავდაპირველად სწორედ მათი ხელმისაწვდომი ფასის გამო დაუნიშნა პაციენტებს:

„თავდაპირველად ნამდვილად ფასის გამო გამოვწერე ეს პრეპარატები, რადგან ხელმისაწვდომია და მოსახლეობას არ უჭირს მათი შეძენა. მომავალშიც გამოვიყენებ, რასაკვირველია, რადგან მათი მოქმედებით არა ვარ უკმაყოფილო“.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …