მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კომპანია MDP: კლინიკებმა სამედიცინო აპარატურის განახლებაზე თანხების დაზოგვა დაიწყეს

კომპანია MDP: კლინიკებმა სამედიცინო აპარატურის განახლებაზე თანხების დაზოგვა დაიწყეს

პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა არაერთ ბიზნესს პრობლემა შეუქმნა. გამონაკლისი არც სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანიებია.

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP-ის გენერალური დირექტორი გიორგი ლიპარტელიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  კლინიკებმა პანდემიის პერიოდში თანხების დაზოგვა დაიწყეს, რაც ნეგატიურად აისახა იმპორიტორი კომპანიიის შემოსავალაზე.

ლიპარტელიანის განცხადებით, პანდემიის პერიოდიდან დღემდე კლინიკები თავს იკავებენ  სამედიცინო აპარატურის შეცვლისგან ან თუ ცვლიან, საკმაოდ ბიუჯეტურით.

„სანამ აპარატურა მუშაობს და თავის ფუნქციას ასე თუ ისე ასრულებს, იმის გამოცვლას ჯერ არავინ ფიქრობს. ჩვენთან ძირითადად მეორადი ბაზარია, 70% მაინც მეორადი აპარატურაა, რადგან ახალი სამედიცინო ტექნიკა ძალიან ძვირია, ჩვენი ქვეყნისთვის არარეალურია ახალი ტექნიკის ჩამოტანა. დღეს თუ შეკვეთა ფორმდება, 100%-ით მეორადზე, თუმცა, ამის შეცვლაზეც თავს იკავებენ,“ – აცხადებს ლიპარტელიანი.

რაც შეეხება ავეჯს, ეს ცვეთადი პროდუქტი არ არის, ამიტომ მისი შეკვეთა ძირითადად, ახალ გახსნილ დაწესებულებებში ხდება.

„ხარისხი და მაღალი სტანდარტი გვაქვს, თუმცა, გვთხოვენ, რომ ბიუჯეტური პროდუქცია შევთავაზოთ,“ – აცხადებს ლიპარტელიანი.

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP ბაზარზე 2014 წლიდანაა. კომპანია საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ქირურგიულ ცენტრებს, ესთეტიკურ ცენტრებს და ყველა დაინტერესებულ დაწესებულებებსა და ინსტიტუტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქციით (ავეჯი, აპარატურა,სახარჯი მასალა, მედიკამენტები) ამარაგებს.

business-partner.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …