დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ,,С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის“ ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა С ჰეპატიტის სკრინინგი უფასოდ ჩაეტარებინა.
დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, სკრინინგ-ტესტირება სულ 80 მოქალაქეს ჩაუტარდა.