მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ჟურნალისტებისგან და არასწორად გაშუქებული მოვლენებისგან, პირველ რიგში, ექიმები უნდა დავიცვათ“

„ჟურნალისტებისგან და არასწორად გაშუქებული მოვლენებისგან, პირველ რიგში, ექიმები უნდა დავიცვათ“

დეპუტატები უნდა იყვნენ ბოლო რიგში, ვინც მედიისგან უნდა დავიცვათ. ჟურნალისტებისგან და არასწორად გაშუქებული მოვლენებისგან, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ექიმები. ხშირად სამედიცინო პერსონალის პროფესიული იმიჯი და რეპუტაცია ერთი არასწორი სიუჟეტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განცხადა.

„საბჭოს ვხელმძღვანელობდი და ძალიან მძიმე შემთხვევებს ვიხილავდი, სადაც აშკარად იყო ექიმების არაპროფესიონალიზმი და ბევრჯერ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდა, მაგრამ შეცდომის კრიმინალიზაცია არ არის გზა. უცხოეთში შეცდომების ანალიზი ხდება და შეცდომებზე სწავლობენ. ჩვენთან შეცდომებს მალავენ, რომ ამ შეცდომებმა რეპრესიული ნაბიჯები არ გამოიწვიოს. რაც ყოველთვის დიდი შეცდომა და ბარიერი იყო ჩვენი სისტემისთვის. ნებისმიერი მკურნალობის და ოპერაციის დროს ყოველთვის არსებობს პროცენტი, როცა ექიმი უძლურია დაეხმაროს პაციენტს. ასეთი შემთხვევების ანალიზი უნდა ხდებოდეს პროფესიული თვალსაზრისით და ეს უნდა იყოს განვითარებისთვის გამოყენებული. ჩვენთან ისიც ვერ მოხერხდა, რომ სერიოზული ყურადღება დაგვეთმო პათანატომიური სამსახურისთვის, ყველა შეცდომის მეცნიერულ საფუძველზე განხილვა რომ მოხდეს,“ –  აცხადებს ანდრია ურუშაძე.

ანდრია ურუშაძის თქმით, ხშირად ყველაზე მეტად მედიისგან დასაცავი სწორედ ექიმები არიან. რადგან სამედიცინო პერსონალის პროფესიული იმიჯი და რეპუტაცია ხშირად ერთი არასწორი სიუჟეტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„არავინ არაა დამნაშავე, სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს და არც ექიმები უნდა იყვნენ გამონაკლისები. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის დაცვის უფლება. ჟურნალისტებისგან მარტო დეპუტატები კი არ უნდა დავიცვათ. დეპუტატები უნდა იყვნენ ბოლო რიგში, ვინც მედიისგან უნდა დავიცვათ. ჟურნალისტებისგან და არასწორად გაშუქებული მოვლენებისგან, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ექიმები. ხშირად სამედიცინო პერსონალის პროფესიული იმიჯი და რეპუტაცია ერთი არასწორი სიუჟეტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …