მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დიმიტრი ხუნდაძე მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ურეცეპტოდ

დიმიტრი ხუნდაძე მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპაატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„უკანასკნელ პერიოდში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შეინიშნება რეცეპტსდაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები. აღნიშნული განსაკუთებით თვალშისაცემია საკურორტო ზონებში, სადაც ჭარბად არიან უცხო ქვეყნის ტურისტები.

მოვუწოდებ სააფთიაქო ქსელის წარმოამდგენლებს, დაიცვან კანონი და რეცეპსტდაქვემდებარებული პრეპარატები ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე არ გაიცეს მოქალაქეებზე.
ასევე მოვუწოდებ წამლის სააგენტოს, ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე და აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი რეალიზატორებს ავალდებულებს დაცვან მოქალაქეები მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარებისგან, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის.

კანონი სარეცეპტო სისტემის შესახებ მიღებულ იქნა სწორებ იმ მიზნისთვის, რომ აღვკვეთოთ სააფთიაქო ნარკომანია და თვითმკურნალობის მავნე ჩვევები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.
მოვუწუდებ ყველას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …