მთავარი » სოციალური » შრომა » დღს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი გაიმართა
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი დღეს, სასტუმრო რედისონში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

დღს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი დღეს, სასტუმრო რედისონში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ -ში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდამ, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.

ფორუმი გახსნეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ. 

ფორუმის გამართვის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ პოტენციურ დამსაქმებლებს უშუალოდ გააცნონ თავისი გამოცდილება და შესაძლებლობები. აპლიკანტებით ფორუმზე 24 კერძო დამსაქმებელი, სულ 40-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია დაინტერესდა. ისინი გაესაუბრნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით უცხოეთში მიიღეს განათლება.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება ან დაიწყონ მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციაში.

კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ პირადად გაეცნონ სამინისტროების, სსიპ-ების, ქართულ ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის კითხვები, მიეწოდებინათ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ, მოიძიონ და გამოიყენონ პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა, გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში, მიიღონ დასაქმების კარიერის დაგეგმვის სპეციალისტების კონსულტაცია და რჩევა საკუთარი პროფესიული კარიერის უკეთ დასაგეგმად.

ფორუმის ფარგლებში, მოეწყო განათლების საერთაშორისო ცენტრის „კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამის სტრატეგიის“ განხილვაც. ფორუმზე მოწვეული იყვნენ როგორც ახალდაბრუნებული, ასევე უკვე დასაქმებული კურსდამთავრებულები.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …