მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » დღესდღეობით საქართველოში მედიკამენტებზე არსებული ფასები არანაირ სტანდარტში არ ჯდება
მედიკამენტებზე მაღალი ფასების გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ონკო-ქირურგს, თენგიზ ზუხბაიას თქმით, დღესდღეობით საქართველოში მედიკამენტების უმეტეს ნაწილზე არსებული ფასები არანაირ სტანდარტში არ ჯდება.

დღესდღეობით საქართველოში მედიკამენტებზე არსებული ფასები არანაირ სტანდარტში არ ჯდება

ჯანდაცვის სამინისტრომ, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. აღნიშნული რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პარალელურად განხორციელდება.

ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების წყალობით მოსახლეობას გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა თითქმის უსასყიდლოდ შეუძლია, თუმცა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მედიკამენტების მაღალი ფასები. 

მედიკამენტებზე მაღალი ფასების გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ონკო-ქირურგს, თენგიზ ზუხბაიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში მედიკამენტების უმეტეს ნაწილზე არსებული ფასები არანაირ სტანდარტში არ ჯდება.

მისი განცხადებით, პენსიონერები რომ აფთიაქში საჭირო მედიკამენტს სასურველი რაოდენობით ვერ ყიდულობენ, ამის ყურება ძალიან ძნელია. „სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს რამენაირად რომ სამედიცინო კომპანიები ასე გათამამებულები არ იყვნენ. ჯანდაცვის სამინისტროში ხომ არის რეგულირების სააგენტო, რომელიც ექიმებთან დაკავშირებით შემოსულ საჩივრებს განიხილავენ.

იქნებ ეს საკითხიც გააკონტროლონ? ჯანდაცვის სამინისტროს ვალია მიხედოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანმრთელობის დაცვას. მე მისაუბრია ამ საკითხზე სამინისტროში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებთან, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ კერძო კომპანიების საქმეში ჩარევის უფლება არ აქვთ, რადგან დემოკრატიული წყობაა ჩვენთან და მათი განმარტებით, ამის უფლებას ვერ მისცემენ საკუთარ თავს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი ხედვა ექიმების ან პაციენტების ხედვას არ ემთხვევა, ფაქტი ის არის, რომ ბერკეტი არ აქვთ მიუთითონ ფარმაცევტულ კომპანიებს ფასების დაკლებაზე“, – აცხადებს ზუხბაია.

მისი აზრით, ის რომ ყველგან ერთნაირი ფასებია წამლებზე, გამომდინარეობს ფარმა–ბიზნესების მფლობელების ერთმანეთში მოლაპარაკებიდან. ეს კი საბოლოო ჯამში მაინც ხელმოკლე ადამიანებს აზარალებს.

„მე ონკოლოგი გახლავართ და ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობა მიწევს წლების მანძილზე. რა თქმა უნდა, უდავოდ წარმატებული და შეღავათიანი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანდაცვა, განსაკუთრებით კი მძიმე დიაგნოზის მქონეთათვის.

ზოგჯერ რიგების გამო პაციენტს ლოდინი უწევს და მკურნალობა 1 თვის ან ცოტა მეტი ხნის შემდეგ ხოლმე, როცა ეს პერიოდი სიმსივნისთვის არცთუ ცოტაა. ზოგჯერ ყოველი დღე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ჩვენს შემთხვევაში, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“, – მიაჩნია ექიმ–ონკოლოგს.

„მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო მართლაც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია და ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც მხოლოდ c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ, არის საკითხები, რომელსაც მხოლოდ ჭკვიანი მინისტრისა და მისი გარემოცვის ნება ვერ გადაწყვეტს, თუკი სახელმწიფო ნება არ იქნა– ასეთი საკითხი კი სწორედ ფარმაციის ბიზნესში არსებული კარტერული გარიგებებია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედოს სახელმწიფომ, და თუ ეს ახალი პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის ფარგლებში მოხდება მივესალმები.“ – ამბობს თენგიზ ზუხბაია.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …