მთავარი » დაზღვევა » დღეს თითქმის არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან შეზღუდული
დღეს სამწუხარუდ, თითქმის არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს სრულფასოვანი ინდივიდუალური დაზღევევა,ან თუ აქვს,ძალიან დიდი დათქმებით და მოლოდინის პერიოდებით.

დღეს თითქმის არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან შეზღუდული

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მდივანი არჩილ მორჩილაძე  ევროპაში  აპრობირებულ მოდელს „საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის განსაზღვრას“ უჭერს მხარს.

რას გულისხმობს საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა და როგორ შეიძლება იგი განისაზღროს გადასახადში ამ კითხვით სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მდივანს არჩილ მორჩილაძეს მივმართეთ:

პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ აქ არავითარ შემთხვევში არ იგულისხმება გადასახადის ზრდა !  უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული გადასახადებში გარკვეული წილი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის.

მაგალითისთვის დავუშვათ,  რომ ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზეიღებს 1000 ლარსდა 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა – ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას კეთებს, ანუ 80-ის ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან.

დღეს სამწუხარუდ, თითქმის არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს სრულფასოვანი ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ძალიან დიდი დათქმებით და მოლოდინის პერიოდებით, თანაც საკმაოდ შეზღუდული დაფარვებით.  შესაბამისად, ამ ცვლილებით სტიმული მიეცემა ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის განვითარებას.

სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ გადავა კერძო სადაზღვევო სექტორზე.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …