ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლის საკითხსა და სეგმენტის გაფართოების აუცილებლობას არასამთავრობო ორგანიზაცია “სოცკოდექსის” წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე გმოეხმაურა.
„ის მიდგომა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი ჯენერიკ მედიკამენტის შემოსვლა გაზრდის კონკურენციას და დააგდებს ფასებს წამლებზე, არამგონია გამართლებული იყოს. მედიკამენტის ყველა მწარმოებელს საქართველოში აქვს თავისი წარმომადგენლობა – აღნიშნული წარმომადგენლობების „ავერსის“ და „პე ეს პეს“ ოფისებშია განთავსებული და მათ შემოაქვთ მედიკამენტები იმ ფასში, რა ფასშიც უნდათ. ისინი წყვეტენ, მედიკამენტებზე ფასების გაზრდისა თუ შემცირებს საკითხს საქართველოში.
ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი მედიკამენტებთან მიმართებაში. საუბარი იმაზე, რომ მოსალოდნელია ჯენერიკების ბაზარზე შემოტანა, არც ერთი კანონი ამას არ არეგულირებს და ამით მიზანს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა ბარამიძემ.
რამდენად დაარეგულირებს კანონმდებლობის შეცვლა არსებულ მდგომარეობას, და ჯანდაცვის ექსპერტი დადებითად პასუხობს.
„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობა ვერ შეიცვლება თუ არ მოხდება საკანონმდებლო მხრივ ცვლილებები. დემოკრატიულ ქვეყნებში ჯადაცვის პრობლემების გადაწყვეტა და რეფორმა, სწორედ, მედიკამენტების ხელმისაწვდომობით იწყება, ამ მხრივ შექმნილი პრობლემების დარეგულირებით. 70–იან წლებში გერმანიაში სწორედ, წამლის ბიზნესის კონტროლით შეიცვალა ბევრი რამე. დღეს კი ჩვენთან თავად წამლის ბიზნესი აკონტროლებს მთელ ჯანდაცვას. როგორც ისინი მოინდომებენ, ისე იქნება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
რამდენად ხარისხიანი და სანდოა ინდური მედიკამენტები, გიორგი ბარამიძე ამ მხრივ საეჭვოს ვერაფერს ხედავს, თუმცა, მიაჩნია, რომ ესეც კომპლექსური საკითხია და ქვეყანაში სპეციალური ლაბორატორიების შექმნის აუცილებლობაზე მიანიშნებს, რომელიც მედიკამენტის ხარისხს დააგდენს და რამდენად ექვემდებარება არსებულ სტანდარტებს.
„მედიკამენტს გავლილი უნდა ჰქონდეს ხარისხის კონტროლი, ეს ევროპული იქნება თუ ინდური წარმოების, ჩვენც ამ კონტრილის იმედად ვართ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.