მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკოს ვიზიტი აშშ-ში ჰეპატიტის პროგრამისა და შშმ პირების საკითხებზე
დელეგაცია შეხვედრებს მართავს აშშ-ში. მთავარი განსახილველი თემა C ჰეპატიტის პროგრამა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკაა.

დავით სერგეენკოს ვიზიტი აშშ-ში ჰეპატიტის პროგრამისა და შშმ პირების საკითხებზე

შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტში შეხვდრა გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს საელჩოშიც, დავით სერგეენკო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და კომპანია გილეადის წარმომადგენლებს ესაუბრა. აქცენტი C ჰეპატიტის პროგრამის თანამშრომლობის გაგრძელებასა და პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვაზე გაკეთდა.

ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს მართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკაა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …