შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტში შეხვდრა გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს საელჩოშიც, დავით სერგეენკო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და კომპანია გილეადის წარმომადგენლებს ესაუბრა. აქცენტი C ჰეპატიტის პროგრამის თანამშრომლობის გაგრძელებასა და პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვაზე გაკეთდა.
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს მართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკაა.