მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » დავით სერგეენკოს დამსახურებით, ქვეყანას 400 მილიონი აჩუქეს
ლაშა პაპაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ დავით სერგეენკოს დამსახურებით ქვეყანას 400 მილიონის პროდუქცია აჩუქეს.

დავით სერგეენკოს დამსახურებით, ქვეყანას 400 მილიონი აჩუქეს

კომპანია “რედიქსის” დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ბიზნესმენებმა პრემიერს “მაიკროსოფტთან” მოლაპარაკებების დაწყება სთხოვეს.

“ჩვენ ვთხოვეთ პრემიერს, გამოიყოს კონკრეტული პიროვნება და დაიწყონ მოლაპარაკებები,  რომ თანხის გადახდის საშუალება ეტაპობრივად მოხდეს. პირველი წელი გვაჩუქოს, მერე 5%, 5 წელიწადში ეს აუცილებლად უნდა გათეთრდეს, უნდა გადავიხადოთ, ეს მათი უფლებებია.” – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მისი თქმით, წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ამის მაგალითად კი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მოიყვანა:

კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი  საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის განხორციელებას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს დამსახურებით ქვეყანას 400 მილიონის პროდუქცია აჩუქეს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ ბრწყინვალედ მოახერხა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის განხორციელება. “მაიკროსოფტზე” ნაკლები კომპანია არ არის. ჯანდაცვის მინისტრმა მოახერხა, მოელაპარაკა და პრაქტიკულად 400 მილიონის პროდუქცია აჩუქეს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …