შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ახლად რეაბილიტირებულ მე-200 სკოლას ესტუმრნენ, სადაც სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანმედროვე სასწავლო გარემო უნივერსალური დიზაინით მოეწყო და მოსწავლეთა ხელშეწყობისთვის ყველა სათანადო პირობა შეიქმნა.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მე-200 სკოლაში მინისტრები ექიმის კაბინეტის მუშაობას გაეცნენ და სრულად რეაბილიტირებული სასადილო დაათვალიერეს. საჯარო სკოლებში მოსწავლეების კვების რაციონის შედგენაზე უკვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს. მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 97 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 24-საათიანი მომსახურებით 65 მოსწავლე სარგებლობს.