მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს
დავით სერგეენკო ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს საავადმყოფოებისადმი დავალიანების შესახებ.

დავით სერგეენკო ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ჯანდაცვის უწყებას საავადმყოფოებისადმი დავალიანებისა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის გამო აკრიტიკებს.

,,მიზანმიმართულად ხდება ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება. შარშან მთელი წელი ვისმენდით ამას, ასეთ განცხადებებს. რიგი ადამიანებისა, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგები შესაშური მოტივაციით, სიჯიუტით და სიხშირით აჟღერებენ ამას. შარშანდელმა წელმა გაიარა; ვნახეთ, რომ არცერთი დღე არ გვქონია შეფერხება. იგივე იქნება წლევანდელ წელსაც.

რაც შეეხება კლინიკების დავალიანებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არამცთუ არ ყოფილა ასეთი დავალიანებები, არამედ შეგახსენებთ, რომ შარშანწინ, რიგი სადაზღვევო კომპანიების, მათგან ერთ-ერთი დავალიანების გარკვეული მენეჯმენტიც კი, სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, რადგან ჩვენი მოვალეობა არის სამედიცინო მოვლის, სამედიცინო დახმარების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა’’, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ, ჯერ მხოლოდ 2015 წლის მდგომარეობით, 65 მილიონი ლარია. მისივე თქმით, ისევე, როგორც 2014 და 2015 წლებში, წელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დეფიციტურია და წლის ბოლომდე მას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.

medianews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …