ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს იმ დამსაქმებლებს შეხვდება, რომლებიც სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ვაკანსიების კვირეულში არიან ჩართულები.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის უშუალოდ დამსაქმებლებისგან მოსმენა და მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღვივება.
სამინისტროს განცხადებით, სამუშაო ადგილები ძირითადად კერძო სექტორში იქმნება, ამდენად უმუშევრობის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.